1911 წელს ევსევი მიქელაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართულ განყოფილებაზე ჩაირიცხა. აქვე სწავლობდნენ შემდგომში სახელგანთქმული მეცნიერები აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, დავით ყიფშიძე და სხვები. შემოქმედებითი კონტაქტები ჰქონდა ცნობილ ბიზანტიოლოგთან ა.ვასილიევთან, ეწეოდა რა მთარგმნელობით საქმიანობას შუასაუკუნეების ძეგლების პოპულარიზაციის მიმართულებით, თანაკურსელებთან ერთად ბეჯითად მუშაობდა იაფეტურ ენათმეცნიერებაში, ცოცხალი, უმწიგნობრო ენების შესწავლის დარგში, აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში და ექსპედიციებში.
სტუდენტები ღებულობდნენ დავალებებს ამა თუ იმ არქიტექტურული დეტალების შესასწავლად. ევსევის დაუმუშავებია თიხის ჭურჭლის ჩუქურთმული გამოსახულებანი, სტუდენტობის წლებში არაერთი საკვლევი თემის ავტორიც ყოფილა.
ე.მიქელაძეს ლექციებს უკითხავდნენ ნიკო მარი, ივ, ჯავახიშვილი, ნ.მარის ცოლის ძმა ვალენტინე ალექსის ძე ჟუკოვსკი, კრაჩკოვსკი, ესწრებოდა გიორგი წერეთლის, ფ.ზელინსკის, პლატონოვის, ვენგეროვის, პ.კოგანის, ტარლეს, მაქსიმ კოვალსკის და სხვა. განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს ნიკო მარის და ივანე ჯავახიშვილს
,,შავგვრემანი, გამხდარი პირისახის, უაღრესად მოძრავი და ცოცხალი გამომეტყველების, საშუალოზე მეტი ტანადობის ნ.მარი გატაცებით ლაპარაკობდა მომავალი მუშაობის გეგმებზე; სამუშაო კი ძალიან ბევრი, სხვადასხვა ხასიათისა იყო და მოითხოვდა ახლებურად წარმართვას.’’
ევსევი ერთმანეთს ადარებს მარის და ჯავახიშვილის დამოკიდებულებას მეცნიერული აღმოჩენებისადმი.
ნ.მარი ხშირად ცვლიდა წინა ლექციებზე წამოყენებულ დებულებას, ან სრულიად უარყოფდა, ან ნაწილობრივ შეასწორებდა მაინც, განსაკუთრებით ეს ხდებოდა ენობრივი მოვლენების ინტერპრეტაციის დროს; იგი თავისი მცდარი გამონათქვამების გაკრიტიკებას მიმართავდა, როგორც თავის მეცნიერულ-კვლევითი ხასიათის წერილებში, ისე საჯაროდ, სხვადახვა სამეცნიერო დაწესებულების ყრილობაზე. მარი თავისი მეცნიერული ავტორიტეტის შეურაცხყოფად არ თვლიდა იმას, რომ გაესწორებინა თავისი შეცდომა, შეეტანა შესწორებანი წინათ გამოთქმულ მოსაზრებებში;
ამ მხრივ მისი სრული ანტიპოდი იყო ივანე ჯავახიშვილი. იგი მეტად ფრთხილი და თავდაჯერებული იყო ზოგადი დასკვნების გამოტანისას მაშინაც კი, როდესაც მას საკმაოდ მდიდარი ფაქტიური მასალა მოეპოვებოდა; მე არ მახსოვს, რომ ლექციების დროს შეესწორებინოს ან უარეყოს წინათ გამოთქმული მოსაზრებები ივანე ჯავახიშვილს! Eევსევი იგონებს, რომ ერთმა საზღვარგარეთელმა ენათმეცნიერმა დაცინვით განაცხადა მარის წინაშე, რომ მას ვერ წარმოუდგენია ისეთი მეცნიერი, რომელიც ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის თავის პოზიციებს; ამ ევროპელი მეცნიერის მკაცრ გამოხდომას მარმა თურმე უპასუხა: მე ვერ წარმომიდგენია ისეთი მეცნიერი, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიდესო.
უაღრესად კეთილშობილი, დინჯი, სულით წმინდა და ფაქიზი ივანე ჯავახიშვილი, არასდროს ბრაზდებოდა, არასდროს აუწევდა ხმას, არასდროს ლაპარაკობდა უხეში ტონით. ლექციების დროს მისი აღტაცება შეიმჩნეოდა იმით, რომ ხელების ფშვნეტას მოუმატებდა და ლმობიერი, მხიარული გამოხედვა ეძლეოდა.Mჯავახიშვილის ნაზი, მგრძნობიარე მუსიკალური ბუნების შესახებ ნ.მარი იგონებდა პალესტინაში მომხდარ ერთ შემთხვევას: საღამოვდებოდა, დღის უდაბნოს სიცხით გათანგულები მდინარეში ჩასულან გასაგრილებლად, ივანეს გარდა ყველანი ამოვიდნენ თურმე, ივანე გარინდებული წყალში იდგა და რაღაცას უსმენდა! მახლობლად მწყემსი სალამურს უკრავდა და საამო მელოდიებს გამოსცემდა. ივანე თხოვდა კოლეგებს, ედროვებინათ მისთვის ამ მშვენიერი ჰანგებით ტკბობა.…
სადიპლომო ნაშრომი
აკადემიკოსი ნიკო მარის მრავალდარგობრივ სამეცნიერო კვლევით სფეროში არქეოლოგია ერთ-ერთ საპატიო ადგილს იჭერდა. ცნობილია მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრები. ანისის ისტორიული მნიშვნელობის გათხრებში, სხვებთან ერთად მონაწილეობდა ნიკო მარის გამოჩენილი სტუდენტი ევსევი მიქელაძე, სხვადასხვა დროს შესრულებული მისი ნაშრომები მეცნიერებთაგან დიდ ყურადღებას იმსახურებდა.
აღსანიშნავია აკადემიკოს ნიკო მარის რეცენზია ერთ-ერთ მის ნაშრომზე, რომელშიც განხილული იყო ნემესიოს ემესელის (მე-4-5 სს) თხზულება ,,ბუნებასთან კაცისა” ძველ სომხურ და ძველ ქართულ ვერსიებთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ნემესიოს ემესელი იყო ეპისკოპოსი, ნეოპლატონიკოსი, ეკლექტიუკური ფილოსოფიური მიმართულების (III საუკუნე) მიმდევარი, ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის მოღვაწე. მის შრომაში ,,ბუნებისათვის კაცისა” განხილულია საკითხები: სულის რაობა, მისი სახეები, სხეულთან სულის მიმართება, პირველყოფილი ცოდვა, ნების თავისუფლება დას ხვ.
ევსევი მიქელაძე წერს: ჩემს ნაშრომში მე ვამტკიცებდი, რომ ნ.ემესელის ,,ბუნებისათვის კაცისა” არ არის შერსრულებული იოანე პეტრიწის მიერ, რომელსაც ეკუთვნის თარგმანი პროკლე დიადოხოსის ,,კავშირნი ღვთისმეტყველებითი”. ეს ორი სხვადახვა მთარგმნელია. სამწუხაროდ, მე ეს სალექსიკონო მასალა დავტოვე ბინაზე, რომ ლექსიკონზე მომუშავე კომისიას იგი გამოეყენებინა (მაგრამ განზრახული სალექსიკონო მუშაობა შეწყდა და ეს ყუთიც დავკარგე!)
რეცენზენტი ნაშრომის ღირსებად თვლის არა მარტო იმას, ავტორს რომ თავისთავად მოუტანა არც ისე მცირე სარგებლობა, არამედ,,უმნიშვნელოვანესი-ფასეულობა” შესძინა სომხურ-ქართული ფილოლოგიის მკვლევართ. დადებითად არის შეფასებული ბერძნულიდან მშობლიურ ენაზე შესრულებული თარგმანებიც, მოწონებულია შემოთავაზებული დაკვირვებანი, ასევე ცდა ლექსიკოლოგიური ძიებისა და სხვ. სარეცენზიო ნაშრომი, მეცნიერთა შეფასებით, არა მარტო პასუხობს თემის მოთხოვნებს, არამედ სცილდება მის ფარგლებსაც, საკმაოდ იჭრება განსახილველ საკითხთა სიღრმეში.
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტუდენტური თხზულება სამ ენაზე ბერძნულზე, სომხურზე და ქართულზე არსებულ შესატყვის ძეგლებზე შედარებით მუშაობას ეყრდნობა. თავად სომხური და ქართული ტექსტები დიდ სიძნელეს წარმოადგენენ..… ნაშრომში მჟღავნდება სომხური და განსაკუთრებულად ქართული ტექსტების შინაარსის იმდენად ღრმა ცოდნა, რომ ავტორი მის მიერ წამოყენებული დებულებების უმრავლესობაზე უკვე გაკეთებული ფასქტობრივი დაკვირვებებით რომ არ დაკმაყოფილებულიყო და, მისივე თქმით, ჰქონოდა საშუალება ბოლომდე გამოეკვლია ქართული ტექტები თბილისში დაცული ხელნაწერების სიიდან, ჩვენ ნაშრომში დავინახავდით თემის ამომწურავ მონოგრაფიას, რომელიც გადაუდებლად დაიბეჭდებოდა. მოცემული სახით თხზულება წარმოადგენს ფრიად მნიშვნელოვან სპეციალურ გამოკვლევას იმ თემაზე, რომელიც პერსპექტივაში ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს XI საუკუნის ქართული ნეპლატონიზმის რთული საკითხის შესწავლის საქმეში იოანე პეტრიწზე, ხოლო როგორც სტუდენტური ნაშრომი, უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს..-წერს ნიკო მარი.
საყურადღებოა, რომ ნიკო მარის დადებითი რეცენზიის შედეგად ნაშრომი ოქროს მედლით შეფასდა და გამოქვეყნდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ,,ანგარიშებში”, რომლიდანაც რეცენზიის ამონაბეჭდი აკაკი შანიძემ გამოუგზავნა ევსევის. ამ ამონაბეჭდს ამშვენებს სასიქადულო ქართველი მეცნიერის ავტოგრაფი: ,,ჩემს ძველ ძმას, მეგობარს, ევსევი მიქელაძეს, გულითადი მოკითხვით. აკაკი შანიძე 29.04. 1969 წ.’’აკაკი შანიძემ უძღვნა ევსევი მიქელაძეს ექსპრომტი:
მიქელაძეს ვინ არ იცნობს
ხელის ნაცვლად კიდევს ჩხირი,
ზეცამდეა აზიდული,
ლიხის მთაა მისი ცხვირი